Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში "ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ტენდენციები"

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის 
სტუდენტთა ინიციატივით 
ცხადდება სტატიების მიღება 
სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში 
 „ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ტენდენციები  Contemporary issues of Human Rights Protection“ 

 

• ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის  აქტუალურ საკითხებზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა).
• ჟურნალში ნაშრომის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ნებისმიერი კურსის სტუდენტები;


სტატიის კრიტერიუმები:


• სტატიაში განხილული საკითხები უნდა იყოს აქტუალური, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ავტორ(ებ)ის ორიგინალური ხედვა  არჩეული საკითხისადმი.  სამართლებრივი მსჯელობა უნდა აღემატებოდეს აღწერილობით  ნაწილს.
• ნაშრომის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს  არა მარტო შესაბამისი თავებისათვის ნუმერაციის მინიჭებით, არამედ განსახილველი საკითხების დასათაურებით სტატიის თავებად. ცალკე უნდა გამოიყოს შესავალი და დასკვნა.
• საკვანძო სიტყვები
• ტექსტი ძირითადად უნდა გადმოიცეს მე-3 პირში, ავტორი საკუთარი პოზიციის გამოსახატავად მაქსიმალურად უნდა მოერიდოს პირველ პირში თხრობას.
• ნაშრომში მითითებული  სამეცნიერო წყაროების საერთო რაოდენობის არაანაკლებ ½ უნდა შეადგენდეს დასავლურ ევროპულ ენებზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას, გარდა თემის სპეციფიკისა.
• ნაშრომის მოცულობა:   არანაკლებ  10  და  არაუმეტეს  12 გვერდი. 
• სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი. სქოლიოში მითითებული უნდა იყოს  ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების  წყარო.  
 

Oxford  

 
• აბსტრაქტი  არაუმეტეს 300 სიტყვისა
• ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებელი კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:


1). თეზისების გამოგზავნა;
2).სტატიების გამოგზავნა.

თეზისების მიღება იწარმოებს  2022 წლის 25 მარტიდან  2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
თეზისების დადასტურების შემთხვევაში შესრულებული  სტატიების  მიღება იწარმოებს  2022 წლის 8 აპრილიდან  10  მაისის  ჩათვლით. 
სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე:  info_ili@tsu.ge